Sunday, December 23, 2012


ღები — სოფელი მდებარეობს რაჭაშიონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე რიონი მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 2350 მ. ონიდან 35 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 492 კაცი. ღების საისტორიო წყაროებში მოიხსენიება 1503 წლიდან.
მთის რაჭა მდებარეობს მდინარე რიონის სათავისა და გლოლის ან ჭანჭახის წყლის შორის. იგი მოქცეულია კავკასიონის მთავარი ქედისა და შოდა-კედელას ქედს შორის და თავისი საშუალო სიმაღლით 3800 მეტრს აღემატება ზღვის დონიდან. მთის რაჭა შემოზღუდულია მაღალი მთებით: ფასისმთა — 3786 მეტრი, გეზე — 3870 მეტრი, ლაბო და წითელი — 4317 მეტრი, წიხვარგა — 4137, ბურჯულა — 4356, შოდა — 3607 მეტრი და სხვა. აქ წლის განმავლობაში ცივი ამინდებია (წლის საშუალო ტემპერატურა 50-ია, ზამთარი კი ძლიერ ცივია და თოვლიან-ყინვებიანი. იანვრის ტემპერატურა (-120)-დან (-180)-დე, გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა ადრე. ზაფხული გრილია და მოკლე.
მთის რაჭა შეიცავს ღებისა და გლოლის თემს და შედგება სამი სოფლისაგან: ღები (1500 მეტრი), ჭიორა (1500 მეტრი) და გლოლა (1400 მეტრი).
ემთხვევითი ხასიათის აღმოჩენები, რომლებსაც ადგილი აქვთ მთის რაჭაში, აშკარად უჩვენებენ, რომ ღებში, ჭიორასა და გლოლაში ადამიანს უცხოვრია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში, რამდენიმე საუკუნით ქრისტეს წინ. მხოლოდ მძივები და ერთის ბრინჯაოს სამაჯური ინახება საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილებაში №18—26&1. შემდეგ, ფრიად საყურადღებოა აგრეთვე 1928 წელს სოფ. ღებში, ადგილ „შოშეთში“ აღმოჩენილი ბრინჯაოს ბალთა, რომელიც მიცვალებულს წელზე ჰქონია.
არქეოლოგიური თვალსაზრისით საყურადღებო, აგრეთვე, ჭიორის მიდამოში მდებარე ადგილი „შხროლი“, სადაც ჩნდება უფრო გვიანდელი დროის, ქრისტიანობის ხანის, სხვადასხვა ნივთები და სამკაულები. ერთი სიტყვით, ამ მცირეოდენი არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით მაინც ირკვევა, რომ მთის რაჭა უძველესი დროიდან დასახლებული ყოფილა, მაგრამ ამ მოსახლეობის ვინაობის გამორკვევა ჯერჯერობით მეტად ძნელია. მხოლოდ შემდეგში, როგორც ეს ისტორიული ცნობებიდან და გეოგრაფიული სახელების ნომენკლატურიდან ირკვევა, დღევანდელი მთის რაჭის ტერიტორიაზე სვანური მოსახლეობა გავრცელებულა და კავკასიონის მთელი ეს კუთხე XV საუკუნის პირველ ნახევარში სვანეთს ჰკუთვნებია.
რაჭული მოსახლეობა დამკვიდრებულა უმთავრესად სამ სოფელში: ღებში, ჭიორასა და გლოლაში, სადაც დღესაც ბინადრობენ.