დედაღვთისა
მაცხოვარი
ღების მაცხოვრის ეკლესიას (რომელიც XVI საუკუნის უნდა იყოს) უკავშირდება ერთი მეტად ლამაზიი ლეგენდა–სინამდვილე: ერთხელ სვანები თავს დასხმიან ღებელებს, მოუტაციათ აქაური ეკლესიიდან ოქროთი მოჭედილი ჯვარცმა, ღებელები ძალიან დაღონებულან ამ ძვირფასი ნივთის დაკარგვის გამო. აი რას ლაპარაკობს ხალხი ამ ჯვარცმის მოპოვების შესახებ: თურმე ჭიორელ გლეხს, გვარად ბათხაძეს საქონელი დარჩენია ველად, რომლის მოსაძებნადაც გაუგზავნია თავისი შვილი, შემდეგ თვითონ წასულა ღამე, გზად მიმავალს გაუგონია, რომ მსხლის ძირას რაღაც ფაჩუნობს, ბათხაძეს დათვი გონებია, უსვრია თოფი. მეორე დღეს კი როდესაც მისულა იმ ადგილას დახვდა თავისი შვილი მკვდარი.რასაკვირველია.
ამის მნახველმა მას თავზარი დაეცა, შექმნა ერთი ვაება და ტირილი. თებერვლის დასაწყისში გამოსულა სოფელში ყელზე ქვა ჩამოკიდებული და უთქვია თავის სოფლელებისთვის: ძმებო ყველამ იცით, რა უბედურებაც შემემთხვა, ჩემ ცოდვას არა განკურნავს რა, თუ სვანებისაგან მიტაცებული ჯვარცმა ისევ აქ არ მოვაბრძანე. შემდეგ ბათხაძე წასულა სვანეთში. ჩაუცვამს მათხოვარის ტანისამოსი და ლუკმა–პურის თხოვნა დაუწყია, მათაც როგორც გლახაკი შეუწყალებიათ. შემდეგ იგი გაჰყვა სვანებს სალოცავში, სადაც ეგულებოდა ღებიდან მიტაცებული ჯვარცმა. როდესაც ლოცვა გათავებულა, ბათხაძე სალოცავში დაიმალა. სვანებს კი სალოცავის კარები დაუკეტავთ და შინისკენ წასულან. ბათხაძე მისულა დასვენებულ ჯვარცმასთა, თაყვანი უცია, აუღია ხელში და დიდი ტანჯვით გამომძვრალა სალოცავის მოზრდილ სარკმელში. ბათხაძე მესამე დღეს ღამით გადასულა ღებში და მიუმართავს მოსახლეობისათვის შემდეგი სიტყვებით: „დიდება ბრძანეთ მაცხოვრის ჯვარცმისა“. ეს სიტყვები ისე ხმამაღლა დაუძახია, რომ მძინარე ხალხი გარეთ გამოსულა, მიგებებიან ბათხაძეს და დიდი პატივით და თაყვანისცემით შეუსვენებიათ ჯვარცმა ეკლესიაში. დაუწესებიათ მარხვა მაცხოვრისა როგორც სოფელში, ისე ახლომახლო სოფლებში.
ნიკორწმინდა
მე-10 საუკუნის ბოლოს, რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, საძირკველი ჩაეყარა წმიდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს რელიგიურ ცენტრად უნდა გადაქცეულიყო. მისი მშენებლობა ორი ათეული წლის შემდგომ დასრულდა. იმავე სახელწოდებისაა სოფელი, სადაც ეკლესია მდებარეობს.
რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე ნიკორწმინდის ტაძარი ექვსფასადიანი, ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. დასავლეთიდან და სამხრეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭეები, სამხრეთიდანვე მთავარ შენობაზე მიდგმულია ეკვდერი. ორივე ეს მინაშენი მეთერთმეტე საუკუნეში, ტაძრის ძირითად ნაგებობაზე გვიანაა აგებული. სამხრეთი კარიბჭის კამარა ჩუქურთმებითა და ცხოველთა გამოსახულებებითაა შემკული.
ნიკორწმინდის ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების საკვირველებაა. აგებულია 1010-1011 წლებში, რადგან ბაგრატ მეფე სწორედ ამ ხანად ატარებდა წოდებას, რომელიც წარწერაშიც არის მოხსენიებული.
ტაძრის ეზოდან მოჩანს კავკასიონის თეთრი ქედი. ბარელიეფის ოვალურ მხარეზე მოთავსებულია ლამაზად ამოკვეთილი წარწერა: “ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ადიდე სიმრთელით და დღეგრძელობით შენ მიერ გვირგვინოსანი ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე და ქართველთა კურაპალატი და გაზარდე ძე მათი გიორგი ნებასა შენსა და მეოხებითა წმიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისათა.”
ხოტევი
ბარაკონი
ბარაკონის ტაძარი ქართული საეკლესიო არქიტექტურის ერთ-ერთი დიდი ძეგლია, რომელიც საქართველოს ულამაზეს კუთხეში, რაჭაში მდებარეობს.
ქართული ხუროთმოძღვრების ამ შესანიშნავი ნიმუშის შესახებ დეკანოზი დავით გეგეშიძე გვიამბობს:
“ტაძარი, როგორც შემოსასვლელში აბრა გვამცნობს, აშენებულია 1753 წელს როსტომ რაჭის ერისთავის მიერ, ხუროთმოძღვარი ავთანდილ შულავერი გახლავთ. ეს არის ჯვარ-გუმბათოვანი, ფასადოვანი ეკლესია, რომელიც შიდა ინტერიერითა და ზედა სარკმლებით პატარა სვეტიცხოველს წააგავს. აღსანიშნავია აგრეთვე ის, რომ ტაძარი მდებარეობს მდინარე რიონისა და ლუხუნის შესართავთან, როგორც სვეტიცხოველი – ორ მდინარეს შორის, ამიტომაც ეძახიან ბარაკონის ეკლესიას პატარა სვეტიცხოველს. ამას, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ამ ულამაზეს ძეგლს განცვიფრებაში მოჰყავდა დამთვალიერებლები და სტუმრები თავისი სიდიადითა და მშვენიერებით. არავინ ელოდა, რომ ასეთ მთებში სამთავისისა და მცხეთის ტაძრის ბადალს ნახავდა. ბარაკონის ჩრდილო-აღმოსავლეთით თამარ მეფის მიერ აშენებული ეკლესია მდებარეობდა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ნანგრევებად არის ქცეული.
მე-12 საუკუნეში რაჭას განაგებდა თამარ მეფის აღმზრდელი, სახელგანთქმული კახაბერ ერისთავი. ხალხში დღესაც ცოცხლობს თქმულება, თუ როგორ იზრდებოდა თამარ მეფე იმ ადგილებში, სადაც ტაძარია აგებული და შემდგომ როგორ ეწვეოდა ხოლმე თავის მამობილს, იხსენებდა ბავშვობის წლებს, შემოივლიდა საყვარელ მიდამოებს და განიკითხავდა ქვრივ ობლებს.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე იყო საერისთაო კარის ეკლესია, სადაც, აღსანიშნავია, რომ ორასი წლის წინ სასულიერო წიგნები იბეჭდებოდა.

დღესდღეობით საფუძველი ეყრება ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას, ასევე შენდება წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია. ეს, რა თქმა უნდა, გვახარებს, რადგან ნიკორწმინდის ეპარქიაში იქნება პირველი დედათა მონასტერი იქნება. შემდგომ უფალი ინებებს, რომ უფრო ავღორძინდეთ, გავმრავლდეთ და გავძლიერდეთ.
მრავალძალი
No comments:
Post a Comment